ფეხბურთი

20:12 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო დრინქუოთერის დაბრუნებას შეეცდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" ნახევარმცველი დანი დრინქუოთერი, შესაძლოა მშობლიურ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს. როგორც The Sun-ი იუწყება, "წითელი ეშმაკები" მზად არიან "ლესტერს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ. მანჩესტერელთა პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო მზადაა დრინქუოთერს კვირაში 150 000 გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს.

ცენტრალური ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში გაიზარდა და მთავარ გუნდში 2008 წელს დააწინაურეს, თუმცა ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ფეხბურთელს კლუბი 2009 წლიდან 2011 წლის ბოლომდე სხვადასხვა კლუბებში ანათხოვრებდა, საბოლოოდ კი "ლესტერმა" 2012 წლის დასაწყისში 900 000 ევროდ იყიდა.

"მელიების" რიგებში გადასვლის შემდეგ ფეხბურთელი ათამაშდა და გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდა. კარგი თამაშის წყალობით, დანი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს და სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

0.110945