დრო იყო, ირაკლი შეყილაძეზე დიდი იმედი მყარდებოდა საქართველოში – ბუნებრივიცაა, როდესაც 16 წლის მოზარდი იტალიური “ემპოლის” საფეხბურთო სკოლაში ხვდება, იმ “ემპოლის”, რომელსაც ახალგაზრდული გუნდი აპენინზე ყოველთვის მოწინავეთა შორის ჰყავს. თუმცა, შემდგომ მისი კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც თვითონ ისურვებდა, როგორც ისურვებდნენ საქართველოში და “ემპოლიში”.
ამჟამად იგი, ლეგა პროს (იტალიის სერია C) ბინადარ “ტუტოკუოს” ღირსებას იცავს და გუნდის საუკეთესო გოლეადორია. მიმდინარე სეზონის ხუთ შეხვედრაში ირაკლიმ 4 გოლის გატანა მოახერხა.
ცნობილ იტალიელ საფეხბურთო მიმომხილველ ჯანლუკა დი მარციოს საკუთარი, საკმაოდ ცნობილი ბლოგი აქვს იტალიაში და მან ვრცელი სტატია მიუძღვნა 24 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ირა... ვინ? – ირაკლი შეყილაძე. ძნელია დასაწერად, მაგრამ არა წასაკითხად (იკითხება ისევე, როგორც იწერება). პოზიციით თავდამსხმელი, როგორც მისი კერპი რონალდო, როგორც მისი “ძმა”, თანამემამულე ლევან მჭედლიძე. ისინი ყოველთვის გრძნობენ ერთმანეთს – ლევანი ემპოლიში ცხოვრობს, ირაკლი პონტე ეგოლაში იქვე. პიზასთან ახლოს, სადაც “ტუტოკუოში” თამაშობს, ლეგა პროს დივიზიონში.
1992 წელს დაბადებული შეყილაძე რამდენიმე წელია რაც იტალიაში იმყოფება და იტალიურად შესანიშნავად ლაპარაკობს. ტოსკანურ დიალექტზე კი ცოტა სამუშაო აქვს. მიუხედავად ამისა, მან სამჯერ გაგვიმეორა – “მიყვარს ტოსკანა”. მიწა, რომელიც 9 წლის წინ ფაქტობრივად თავისი გახდა, საქართველოდან შორს. ყველაფერი კი, ფრიულიში დაიწყო:
“15 წლის ვიყავი, როდესაც 17-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი უდინეს ტურნირზე, რომელსაც “ემპოლის” სკაუტები ესწრებოდნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა ინტერესი, “ემპოლი” დაუკავშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩემს შესახებ ინფორმაციის მისაღებად. იმ დროს “ლე მანი”, “ლილი” და “ბენფიკაც” მაკვირდებოდა, მაგრამ “ემპოლი” ვარჩიე, მარტივი მიზეზის გამო: საქართველოში ყველა ბავშვის ოცნებაა იტალიაში თამაში.
როდესაც პირველად ვნახე ფლორენცია, თვალებს არ ვუჯერებდი – როგორ შეიძლება ქალაქი იყოს ასეთი ლამაზი? – ეკლესიები, ძეგლები, ყველაფერი სრულყოფილია. ახლაც ხშირად ჩავდივარ იქ. ზოგადად ტოსკანა ძალიან მიყვარს, რადგან აქ ყველაფერი მშვენიერია”.
ბედის ირონიით, ირაკლიმ პირველი გოლი სწორედ ფლორენციის სიამაყეს, “ფიორენტინას” გაუტანა იტალიის თასის მატჩში 2011 წელს. შეყილაძე გვიანი შემოდგომის იმ დღეს სასიამოვნოდ იხსენებს: “თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შევედი მოედანზე და გავიტანე... ლევან მჭედლიძის პასით! რომელიც ჩემთვის ნამდვილი ძმასავითაა – როდესაც იტალიაში ჩამოვედი, მის სახლში მივედი, იგი ძალიან დამეხმარა.
“ტუტოკუო”? – კრისტიანო ლუკარელის ძალიან მადლიერი ვარ. სამწუხაროა, რომ იგი ჩვენს გუნდში აღარ არის. ახლა შარშანდელთან შედარებით უფრო მშვიდი, თავდაჯრებული გავხდი. ეს ჩინებული რეალობაა – პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს. როდესაც ვარჯიშზე ფეხით მივდივარ, ხალხი მაჩერებს და მესაუბრება. გუნდის მიზანი კი ლეგა პროში ადგილის შენარჩუნებაა იმაზე ადრე, ვიდრე ეს შესაძლებელია. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ მიზანს ამ სეზონში – ათზე მეტი გოლის გატანა”.
აქვე, გთავაზობთ გოლს, რომელიც ირაკლი შეყილაძემ 2011 წლის 24 ნოემბერს, იტალიის თასზე “ფიორენტინას” ფლორენციაში, “არტემიო ფრანკიზე” გაუტანა – ლევან მჭედლიძის ჭკვიანური გადაცემის შემდეგ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ფეხბურთელი ვერ გაქაჩავს ევროპაშიიი, გთხოვთ ამ ვიდეოებს უყურეთ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=Rn1gb3CaP54':'>http://www.youtube.com/watch?v=Rn1gb3CaP54'))
0?'>http://www.youtube.com/watch?v=SwmTXaKKb4Y':'>http://www.youtube.com/watch?v=SwmTXaKKb4Y'))
0?'>http://www.youtube.com/watch?v=A4IQLmtm_sE':'>http://www.youtube.com/watch?v=A4IQLmtm_sE'))
უკრაინელ მცველებს თუ არ თვლით არაფრად ესპანეთს და საფრანგეთს ხო მაინც ყავთ უძლიერესი მცველები ერთ მომენტრში წაქცეულმა ოქრიმ მოახერხა წამოდგომა და ერთ მეტრში ევრას, სეზონის საუეკთესო ფეხბურთელს რიბერის და სისოხოს ისე თავისუფლად გაცდა თანააც ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდენ ეს ვიდეოებშია და ნახეეეთ. ან ჯარიმას იკიდებს ან კაი პასს აკეთებს ტრიპაჩობებს არ აკეთებს სადაც საჭიროა იმას აკეთებს ეს მართლაც არის ძალიან კარგი დონის გამთამაშებელი
წელს ნაკრების შემტევებში გამოვერჩევდი ოქრიაშვილს და კობახიძეს. ამათ დაუმატე ანანიძე ვაწაძე მჭედლიძე
ესენი ვერ გავიგე შახტარს თუ ეკუთვნიან ეხლა როგორ გახდნენ თავისუფალი აგენტები
დიდ მანუჩარს მოუსმინეთ?!?!?stripslashes((strlen('http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=14668')>0?'!http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=14668':'!http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=14668'))
ისე ტეხავს ილიჩშევეცში რომ თამაშობ
ოქრი აშკარად კლუბზე უკეთ ნაკრებში თამაშობს... საფრანგეთთანაც და ესპანეთთანაც თბილისში ძალიან კარგად ითამაშა... ბელარუსთან იყო თუ ფინეთთან, ზუსტად აღარ მახსოვს, გასვლაზე რა სოლო რეიდი შემოგვთავაზა ))) ბელარუსთან რა კაი გოლი გაიტანა, და საერთოდ აშკარად ნათელი წერტილი იყო ჩვენი ბნელი ნაკრების ოქრიაშვილი )))
აშკარად ძალიან ნიჭიერია და თუ იპოვის კარგ კლუბს და ბევრს ივარჯიშებს, დარწმუნებული ვარ ძალიან გამოადგება ჩვენს ნაკრებს
მიდი ოქრი აბა შენ იცი, წარმატებები კარიერაში
მივმართავ თორნიკე ოქრიაშვილს-"ღმერთმა ნიჭი მოგცა ფეხბურთის, იშრომე ივარჯიშე და დისციპლინა გქონდეს"............. შენი კეთილის მსურველი!
მეც მაგას გავიძახი რა ხანია განა მარტო ოქრიაშვილი,ჭანტურია,თარგამაძე,ყენია,და კიდევ ბევრი ანანიძე შრომობს მაგრამ ჩემი აზრით სამწუხაროდ ეგ მეტს ვეღარ განვითარდება.
მგონი უმჯობესი იქნება თუ გიორგი ქინქლაძეს რამენაირად დაასაქმებენ საქართველოში ფეხბურთის განხრივ,მსოფლიო რომ მის ნიჭზე ლაპარაკობდა და ვერაფერში გამოიყენა და ეგებ ეხა ზრდა სრული ადამიანია და ეგებ ამ ბიჭებს დაეხმაროს და გულავს მერეც მოასწრებენ
თუ აქ შემოდიხარ და კომენტარებს კითხულობ, მინდა გითხრა,რომ "ილიჩევეცზე" უკეთეს გუნდში კი არა, ჩვენ ყველას გაგვეხრდება თუ რომელიმე გრანდში მოხვდები, ამისთვის ღმერთმა ყველაფერი მოგცა, გამოიყენე რააა!!!
რა ტიპები ხართ 1-2 თამაშში გაიბრწყინებს რომელიმე და გრანდი გრანდუ გაკერიათ პირზე. მერე ჩაქრება და ხაზს გადაუსვამთ ეგრევე
აბა გენრიხა მეკეროს პირზე თუ გორანი?!
ქართველია და გვიხარია ორი ფინტი და გოლი.
+1
იმედია მართლა გადახვალთ წესიერ გუნდში შენ და თაგვი
რა მაგარი მომენტის სურათი აქვს სტატიას დადებული
საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან აქვს ვარიანტები. მაგარი ტეხნარია ძაან და ამან კაი პასებიც რო ისწავლოს და კარში დარტყმა დახვეწოს რამე კაი კლუბში გაქაჩავდა.
როგორ არაა მარა შენ თუ აგიყვანენ შენ ან თუ უნდიხარ ვინმეს ეგ იკითხე ეგ
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=Rn1gb3CaP54')>0?'http://www.youtube.com/watch?v=Rn1gb3CaP54':'http://www.youtube.com/watch?v=Rn1gb3CaP54'))
როგორ დავიჯერო რო ეს გრანდში ვერ გაქაჩავს, და დღეში ჩააგდო ფრანგები
უეჯველი ჩემი დაცერილი ცაიკიტხა აკი ოკრი არ გეცყინო
DDDDDDDDDდ
მაპატიეთ ბიჭებო ილიჩოვეცი ხო დაგლიჯეთ და ნუ ალბთ ბარსასგან ან რეალისგან ელოდებით კონტრაქტებს. მართალია კითხეთ კობის და გეტყვით რა არის პროფესიონალიზმი თუ არ იცით თქვენ
კობახიძესაც რო არ მიუღწევია რაიმე ღირებულისთვის?
კობახიძე კი არა კობიაშვილი იგულისხმა
ხოო... კობი მაგარი იყო და არის!
ეს გოგია რა ვერ ჩამოვიდა საქართველოში? სადაური გერმანელი ეგაა? რა კაი ბიჭია არადა. გვჭირდება!
ევროპაში გაქაჩავს. მინიშნება მაინც თუ გააკეთა რომელი ქვეყნისკენ ეპატიჟებიან?
შახტარი არწაიკვანს და თუ გადავიდა ისევ უკრაინაში იკნება მეტალურგში ან ტავრიაში წავა რა
ოქრიაშვილმა , თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა რომ , შემოთავაზებები აქვს და მისი მომავალი კლუბი 100% ევროპული იქნება ...
) კომენტარებში ასე დაწერა (ვგონებ)
) აღარ მახსოვს ზუსტად
)
100 არა 110%
კაია, იმედია ევროპული გუნდი პოლონეთი არ იქნება-თქო
ვაა... რატომ დამბლოკეს?
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!