ჩოგბურთი

16:23 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ჰოზუმი მეოთხედფინალში დამარცხდნენ

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც სეულში მიმდინარე 250-ათასიან საერთაშორისო ტურნირზე იაპონელ ერი ჰოზუმისთან ერთად თამაშობდა, შეჯიბრს მეოთხედფინალში გამოეთიშა და მხოლოდ 60 სარეიტინგო ქულას გამორჩა.

კალაშნიკოვას და ჰოზუმის პირველი განთესვა გააჩნდათ, თუმცა, სამხრეთ კორეაში მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმეს.

ოქსანამ და ერიმ საწყის წრეში ამერიკელ ჩაკოს და ბრიტანელ უებლი-სმიტს 6:4, 6:2 მოუგეს, მეოთხედფინალში კი იაპონელ ომაესთან და ტაილანდელ პლიპუეჩთან 6:7 (2:7), 6:4, 6:10 დამარცხდნენ.

0.125441