საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მიხეილ აბაიშვილი უხელმძღვანელებს.
საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 107 დელეგატიდან რეგისტრაცია 94-მა გაიარა. წინასწარი ინფორმაციით, მათ არჩევანი ხუთ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სალომე ხარატიშვილმა და ვახტანგ გეგელიამ წერილობით მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები, ხოლო ლაშა დვალიშვილმა ყრილობაზევე გაკეთებული განცხადებით, კენჭისყრას მიხეილ აბაიშვილი და გიორგი დარჯანია შემორჩნენ.
საბოლოოდ ხმები ასე გადანაწილდა: აბაიშვილი – 56, დარჯანია – 36.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას 2012 წლის დეკემბრიდან გიორგი გორგოძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, გასულ წელს დატოვა.