გერმანიის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი მომავალში, შესაძლოა, აზიის რომელიმე ქვეყანაში გაიმართოს. როგორც "ადიდასის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, მსგავსი პრაქტიკა უკვე დანერგილია.
"რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გვინახავს, როდესაც სხვადასხვა სპორტის სახეობის სტარტი ამ ქვეყანაში გამართულა და რატომაც არა?" - განუცხადა Bild-ს ჰაინერმა.
"ადიდასმა" გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. ჰაინერი აღნიშნავს, რომ ადიდასის ასეთი იდეები ხალხს უფრო მეტად გაახალისებს.