ფეხბურთი

11:37 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმტიტი "ატლეტიკოსთან" ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველი სამუელ უმტიტი მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართ ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, ესპანური მედიის ცნობით კი მოთამაშე ტრავმის გამო ორი კვირა ვერ ითამაშებს.

უმტიტი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "ლიონიდან" შეუერთდა და 5 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო. "ბლაუგრანამ" ფრანგებს მცველის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადა.

0.126504