ჩოგბურთი

23:27 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ საწყისი ბარიერი დასძლია

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფება და წყვილთა ტურნირში იაპონელ ერი ჰოზუმისთან ერთად, გამარჯვების უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევა.

პირველი განთესვის მქონე ქართულ-იაპონურმა დუეტმა პირველი წრის მატჩი უკვე ჩაატარა და ამერიკულ-ბრიტანულ წყვილს (ჩაკო/უებლი-სმიტი) 6:4, 6:2 სძლია.

მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და ჰოზუმი იაპონელ ომაეს და ტაილანდელ პლიპუეჩს გაეჯიბრებიან და წინსვლის კარგი შანსი აქვთ.

ცნობისთვის, Korea Open Tennis Championships 2016-ის საპრიზო ფონდი 250 ათას დოლარს უტოლდება, ტურნირის გამარჯვებულები კი 280-280 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

0.115624