ვეტერან კოტ დივუარელ ნახევარმცველ იაია ტურეს კარიერაში რთული პერიოდი უდგას – “მანჩესტერ სიტიში” არ ათამაშებენ, ეროვნული ნაკრებიდან კი წავიდა. ამის შესახებ 33 წლის ტურემ საზოგადოებას თავისი ტვიტერის გვერდიდან ამცნო.
“რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა და გზა ახალგაზრდებისთვის დამეთმო. 14 წელი ვთამაშობდი ნაკრებში, თუმცა ეს ყველაფერი დღეს დასრულდა. დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს”, - დაწერა ტურემ.
იაიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2002 წელს ჰქონდა მას შემდომ აფრიკელთა ღირსება 102 შეხვედრაში დაიცვა (19 გოლი).
ამ ამბის პარალელურად კი, პეპ გვარდიოლა ტურეს გამო ცოფებს ყრის: როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, თუ იაიას აგენტი დიმიტრი სელუკი მას ბოდიშს არ მოუხდის, ტურე “სიტიში” ვეღარ ითამაშებს:
“ტურეს აგენტმა ან ბოდიში უნდა მოიხადოს, ან იაია ტურე მოედანზე ვერცერთ მატჩში ვერ გავა”, - თქვა პეპმა.
გვარდიოლას გაღიზიანება სელუკის კრიტიკას მოჰყვა, როცა საფეხბურთო აგენტმა მწვრთნელს იაიას ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვება არ მოუწონა და პროტესტი საჯაროდ გამოხატა. ამასობაში კი, დიმიტრი სელუკმა გვარდიოლას კომენტარს უპასუხა და დასძინა, რომ ბოდიში მან კი არა, არამედ ესპანელმა უნდა მოიხადოს...