ფეხბურთი

21:08 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოიანმა გუნდების მერე ეროვნული ნაკრების გამოცვლაც დაიწყო - ჯერი ფიფაზეა

ბოიან კრკიჩმა თავის კარიერაში ბევრი საფეხბურთო გუნდი შეიცვალა, ამჯერად კი, ეროვნული გუნდის შეცვლას გეგმავს. როგორც ირკვევა, 26 წლის თავდამსხმელი მზადაა სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სლავოლიბ მუსლინის შემოთავაზებას დათანხმდეს და ამავე ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს.

მოგეხსენებათ, ბოიან კრკიჩი ესპანეთის მოქალაქეა, მაგრამ მამა სერბი ჰყავს და შესაბამისად სერბეთში თამაში შეუძლია, თუმცა, ერთი პრობლემაა – მას თავის დროზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. მაგრამ გამოსავალიც არსებობს: კრკიჩი ფიფას თუ მიმართავს სპეციალური განცხადებით და მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანოდან დადებითი პასუხი მოუვა, მაშინ სერბეთის ნაკრებში თამაშს შესძლებს.

რაც შეეხება მის ესპანურ კარიერას – იგი “ლა მასიადან” დაიწყო და მერე “ბარსას” მთავარი გუნდით გაგრძელდა. მერე ბოიანმა “რომა”, “მილანი” და “აიაქსიც” მოიარა. ამჟამად კი ინგლისურ “სტოკ სიტიში” საკმაოდ კარგად ასპარეზობს. ესპანეთის ნაკრებში მას 2008 წელს ერთადერთხელ უთამაშია, 21-წლამდელებში კი, 8 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.113301