საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის შემტევს გასულ უიქ-ენდზე გარჯა პოპულარულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” დაუფასა. აღნიშნულმა გამოცემამ ჯანოს თამაში “ორენბურგის” წინააღმდეგ 6.5 ქულით შეაფასა.
“გაიტანა მეოთხე გოლი პრემიერლიგის მეოთხე შეხვედრაში – თან როგორი! ელეგანტური დარტყმით მან “ორენბურგთან” თამაშს წერტილი დაუსვა”, - წერს "სპორტ-ექსპრესი".
შეგახსენებთ, ანანიძემ “ორენბურგს” მატჩის 69-ე წუთზე ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაუტანა (VIDEO) და ეს მისთვის ამ სეზონში მეექვსე გოლი იყო თუ სანაკრებო მატჩსაც ჩავთვლით და ევროპა ლიგასაც. ამასთან, “სპორტ-ექსპრესმა” ანანიძის გოლი VII ტურში საუკეთესოდ დაასახელა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში მეორედ მოხვდა. არადა, ჯამში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Kaia jano warmatebebi
ტიპს ევასება მოსკოვი.....კარგი ხელფასი აქვს კარგი ცხოვრება ფეხბურთსაც თამაშობს... ისწორებს და ცხოვრებით ტკბება... ამ ქართველებმა რატო ვიცით ხოლმე ბრძნული რჩევები
Formashia jano.... Warmatebebi Imedia moshordebi rusers da dasavlet evropashi gixilavt male
Kait ra Smolovi saidan simbolurshi???tipi mteli tamashi nazamtr tikanivit dakuntrushebda da araferi fasiani ar sheuqmnia,penalti rom sheagdo amis gamo?
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8':'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8'))