ფეხბურთი

12:05 | 20.09.2016 | ნანახია 2371 - ჯერ

ცაგერში სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო

19 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან ერთად ცაგერში ჩავიდა, სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების სამომავლო გეგმები დასახა.

მინისტრმა ცაგერის სპორტის სასახლეში შეკრებილ ადგილობრივ სპორტსმენებს სხვადასხვა სპორტული ინვენტარი უსახსოვრა - ფრენბურთის და კალათბურთის ბურთები, მოკრივეთა აღჭურვილობა, ძიუდოს და ქართული ჭიდაობის საჭიდაო ფორმები და კალათბურთის სათამაშო კომპლექტი გადასცა. ხეჩიკაშვილმა მწვრთნელების და სპორტსმენების მხრიდან ცაგერში არსებული პრობლემები მოისმინა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მოგვიანებით, დაათვალიერა ცაგერში მშენებარე ახალი სპორტის სასახლე, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აშენებს. სასახლე მრავალფუნქციური იქნება და შიდა პირველობების გარდა საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.

მინისტრმა კახა ჭუმბურიძესთან ერთად ცაგერის სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბურთები და სათამაშო ფორმები გადასცა. ფეხბურთის ფედერაციას დაწყებული აქვს სტადიონის რეაბილიტაციის წინამოსამზადებელი სამუშაოები.

ცაგერის მოედნის ზომა სრულად შეესაბამება უეფას მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საქართველოს ასაკობრივი და უმაღლესი ლიგის მატჩების გარდა, საერთაშორისო ეგიდით გასამართი მატჩებიც ჩატარდეს.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:58 | 20.09.2016
KoRBeN DaLLaS (24848)

შესასვლელი აქვს საოცარი DDDDDDD
მეციხოვნეები дა მშვილдოსნები აკლია DDDDDDDDDD

10:15 | 21.09.2016
alejandro (44439)

შენ გეტყობა ყვერლის სტადიონი არ გინახავს, პირდაპირ ციხესიმაგრეშია მოედანი დაგუგლე და ნახავ ფოტოებს

17:14 | 20.09.2016
seba (304)

არაა ეგ სასაცილო

ძალიან კარგი მაგ მხრივ თუ გამორჩეული უანალოგო სტადიონია

13:38 | 20.09.2016
Torres9 (12692)

კი კაცო ესე დააანონსებენ და მერე გაკეთდება მოედანი 4 ღობით

10:16 | 21.09.2016
alejandro (44439)

ფოტოზე ჩანს რომ მშენევლობა დაწყებულია

12:36 | 20.09.2016
shotai-olimpi (2773)

წარმქტებები!!

12:35 | 20.09.2016
shotai-olimpi (2773)

ეჰ ჩემი ცაგერი!! კაცი აღარ დარჩა და ვის უშენებენ?

12:33 | 20.09.2016
fc-meshaxte (73)

ტყიბულსაც მაგარი სტადიონი აქ.... იქნებ მიაქციოს ვინმემ ყურადგება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.324586
სარეკლამო ადგილი - 99
X x X