ფეხბურთი

20:11 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" კულიბალის ახალი კონტრაქტი გაუფორმა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “ნაპოლიმ” წამყვან მცველ კალიდუ კულიბალის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ნეაპოლიტანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 25 წლის სენეგალელი ფეხბურთელი “სან პაოლოზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. კულიბალი იტალიაში მესამე წელია რაც თამაშობს და ამ დროის განმავლობაში მისით დაინტერესებას რამდენიმე ევროპული გრანდიც გამოთქვამდა.

კალიდუ კულიბალი “ნაპოლიში” 2014 წლის ზაფხულში ბელგიური “გენკიდან” ჩაირიცხა და დღემდე იტალიური გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე 86 შეხვერდაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109331