კალათბურთი

19:02 | 19.09.2016 | ნანახია 6910 - ჯერ

ილიას ზუროსი: “საქართველო ჩემი მეორე სახლია”

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მედიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი შეაჯამეს. განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ ილიას ზუროსმა, ირაკლი ხოშტარიამ და კოტე ტუღუშმა ისაუბრეს. ასევე კომენტარი გააკეთა პაატა ლობჟანიძემ.

“პირველ ყოვლისა მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, თუმცა, მერწმუნეთ ეს ადვილი არ ყოფილა.

კონტრაქტი? – ეს ფედერაციას უნდა ჰკითხოთ. მე დიდი სიამოვნებით დავრჩები საქართველოში და აქ დიდი მიზნები მაქვს. საქართველოში მუშაობა ძალიან მომწონს, რადგან ვფიქრობ, ბერძნებს ძალიან გავხართ საქმისადმი მიდგომით – საქართველო ჩემი მეორე სახლია.

მარკოიშვილი – ამ თვეში გვექნება საუბარი მანუჩართან და გავარკვევთ მის მდგომარეობას. მისი სახით შესარჩევ ეტაპზე დიდი დანაკლისი გვქონდა. რთულია ამ ეტაპზე ვისაუბროთ ევრობასკეტზე ჩვენს შანსზე, მთავარია, ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად იყოს. მიზანს რაც შეეხება, ნაკრებმა უნდა ითამაშოს უკეთესი დაცვა, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამასთან, შეტევაში მეტი სისწრაფეა საჭირო. ძალიან რთულია ეს ფილოსოფია მოკლე პერიოდში ჩამოაყალიბო. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი წელი გახლდათ, ძალიან კმაყოფილი ვარ ნაკრების თამაშით, თუმცა მჯერა, რომ მომავალში უფრო მეტი შეგვიძლია.

ზაზა – დიდი პატივია იმ მოთამაშესთან მუშაობა, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან ჩამოდის. შესაბამისად, ასეა ფაჩულიას შემთხვევაშიც. თამაშს აგებს გუნდი და იგებს გუნდი. როდესაც დაცავში კარგად თამაშობ, მაშინ შეტევაშიც უკეთ ასპარეზობ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი მადლობა მწვრთნელებს, გუნდს, რომელიც დამეხმარა, ამეღო ალღო ქართული მენტალიტეტისთვის. ისინი სცენის მიღმა უფრო დატვირთულად მუშაობდნენ”, - განაცხადა ილიას ზუროსმა.

ზუროსის გარდა პრესკონფერენციაზე მისმა ქართველმა ასისტენტებმა კოტე ტუღუშმა და ირაკლი ხოშტარიამაც ისაუბრეს. ორივე მათგანმა დიდი მადლობა გადაუხადა კალათბურთელებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკრებს გვერდში ედგნენ.

კოტე ტუღუში (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “ყველანი წინ ვიხედებით ამ შედეგებიდან გამომდინარე. ევროპას დავუმტკიცეთ კიდევ ერთხელ, რომ კალათბურთის თამაში შეგვიძლია. ვფიქრობ, ძალიან კარგად შეგვიძლია ფინალურ ეტაპზე გამოსვლა და ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე თამაში. მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად გვყავდეს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ევროპის ჩემპიონატზე. ვინც კალათბურთშია ჩახედული, დამეთანხმება, რომ ახალი მწვრთნელის ხელში შეთამაშება მოკლე დროში არაა ადვილი, მაგრამ ილიას ზუროსი კარგად მოერგო ჩვენს მენტალიტეტს და ამან დადებითი შედეგი მოგვიტანა”.

ირაკლი ხოშტარია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “დიდი მადლობა ჟურნალისტებს გვერდში დგომისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის პირველი წელია ნაკრებში და საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო, არის და იმედია გაგრძელდება. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვმუშაობთ, როგორც ერთი გუნდი – რაც გავიარეთ უკვე წარსულია და ახლა ვეცდებით, ევრობასკეტზე წარმატებით ვითამაშოთ”.

გარდა სამწვრთნელო შტაბისა, საკვალიფკაციო ეტაპი ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, პაატა ლობჟანიძემაც შეაფასა:

პაატა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების გენერალური მენეჯერი): “ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, ამას ძალიან კარგად ვგრძნობდით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელი იყო, ორთვიანი დაუღალავი შრომის შედეგია. მონტენეგროში გამარჯვება კი, ძალიან, ძალიან ძნელი გახლდათ, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ძალიან დიდი მადლობა რაღა თქმა უნდა, კალათბურთელებს – დამეთანხმებით, რომ მონტენეგროსთან სტუმრად ასეთი კარგ თამაშს არ ველოდით. მადლობა ამასთან სამწვრთნელო შტაბს. დიდი მადლობა სამედიცინო სტაფს, ბიჭები, რომლებიც თითქოს არ ჩანან არსად, მაგრამ ისინი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ, რომ კალათბურთელები ჯანმრთელები გავიდნენ მოედანზე. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდეთ და ამისთვის ენერგიას არ დავიშურებთ”.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და 2017 წლის სექტემბერში ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ასეთი შედეგი კი საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ აჩვენა.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:30 | 21.09.2016
Torres9 (12692)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი Tyrone Ellis Phoenix Suns-ის NBA Development League-ის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

15:59 | 20.09.2016
Buratino (3505)

ვეთანხმები იმათ ვინც ამბობს რომ ცქიტომ ხასიათი გაგვიფუჭა მაგრამ ე რ თ ხ ე ლ კ ი დ ე ვ
უნდა სცადოს ფედერაციამ ან ზუროსმა მაინც მისი დაყოლიება რადგან თუნდაც მანუს დაბრუნების შემტხვევაში სკამი არასაკმარისია მომავალ ფორუმზე დიდი მიზნების მისაღწევად (დიდ მიზნებში მინიმუმ 1/4 ფინალს ვგულისხმობ). ასე მგონია, ამჯერად უარს აღარ იტყვის რადგან წლეულს საკვალიფიკაციოს თამაშები იყო, ხოლო მომავალ წელს უკვე დიდი ფორუმი - ევრობასკეტია! თანაც მგონი თვითონაც ესმის, რომ ევრო-2017 მისი ბოლო შანსი იქნება

12:31 | 21.09.2016
პანტელეიმონი (4347)

სანამ კიდევ ვცდით, აუცილებლად მეჩვენება რომ რომელიმე ჟურნალისტმა ითავოს ინტერვიუს აღება მისგან და მოვისმინოთ გულახდილი საუბარი.

14:31 | 20.09.2016
sabonis (9584)

აღარ მახსოვს, მსოფლიოზე რომ მოვხდეთ რომელ ადგილზე უნდა გავიდეთ?

17:32 | 20.09.2016
michael_jordan (3195)

შეიცვალა წესდება 2017 წლიდან ყველა გუნდი მიიღებს შესარჩევში მონაწილეობას საფრანგეთი ესპანეთI და ის გუნდები რომლებიც პირდაპირ გადიოდნენ აღარ იქნება ეგრე

15:55 | 20.09.2016
Buratino (3505)

მემგონი ევრობასკეტის ნახევარფინალში მაინც უნდა გავიდეთ და მაშინ ვიქნებით მსოფლიოზე

16:21 | 20.09.2016
sabonis (9584)

რა ვიცი ასე მკაცრად ოლიმპიადაზე გასვლაც არ დგას, მე მგონი რაღაც შანსი დამატებითი ტურნირის სახით მეოთხედფინალისტებსაც ააქვთ.

11:13 | 20.09.2016
iloreli (2516)

ამ ცქიტიშვილს რა დაემართა ასეთი, ვინმე ჟურნალისტმა დაურეკოს დაელაპარაკოს, არამგონია ასეთი შეუგნებელი იყოს არ აგვიხსნას გულშემატკივრებს მიზეზები...
ფაქტია რო მონტენეგროსთან ორივე თამაშში დეფიციტი იგრძნობოდა მოთამაშეების, 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული თბილისში ცქიტიშვილი ბოლო წამებზე 4 დან ერთს მაინც მოხსნიდა, როცა ვუჩევიჩმა ზედიზედ დაგვიჩაგრა (თუნდაც წესების დარღვევით) ხალხი.
მონტენეგროში კიდე ყველამ ვნახეთ ვერც შერმადინმა ითამაშა, ვერც ბურჯანაძემ და მითუმეტეს ბექაურისგან არც ველოდი რამეს თავმოჭრილი ქათამივით რო დაიწყო ფაფხური

14:28 | 20.09.2016
sabonis (9584)

არა ესენი რის დამრეკები და გამრკვევები არიან მარტო რასაც დადებს კალათბურთის ფედერაცია იმას გადმოაკობირებენ და ეგაა.DD

10:54 | 20.09.2016
miriani (2665)

სასწრაფოდ ცქიტიშვილი ნაკრებში, ასეთი კალათბურთელის განიავების ფუფუნება არ გვაქვს ჩვენ

14:29 | 20.09.2016
sabonis (9584)

არ უნდა ამ კაცს ნაკრები და შეეშვით რა.

11:17 | 20.09.2016
stoikovich (5984)

100% 10-15 წუთი თავისუფლად ითამაშებს მაღალ დონეზე, თორე ჩვენი სათადარიგოების იმედად, რა ვიცი...

10:14 | 20.09.2016
მებრძოლი ლაზი (60)

ამ ბოლო მატჩის მოგება ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო, არ მეგონა 7 კალატბურტელით ამას თუ შეძლებდნენ, უდაოდ კალათბურთელთა თავდადება ამაო იქნებოდა რომ არა მწვრთნელის სწორი ტაქტიკა

00:32 | 20.09.2016
Qutaisi Black 1 (77)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8':'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8'))

21:45 | 19.09.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

მომწონს ზუროსიც дა дიქსონიც. ემოციური ხალხია ჩვენსავით. მათ გულწრფელობაშიც дარწმუნებული ვარ.
მჯერა შეძლებს ეს კაცი, რომ მაქსიმალურაд ქმეдითი дა სასარგებლო მარქაფა გვყავдეს ევროპაზე.

21:36 | 19.09.2016
baxt (1835)

ბიჭებთან ერთად დიდი მადლობა ზუროსს, მისი წვლილიც უდიდესია ამ წარმატებაში. ამ ეტაპზე, ამ შემადგენლობიდან მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ჩემი აზრით.

20:46 | 19.09.2016
Torres9 (12692)

მიდით გთხოვთ მსოფლიოზე უნდა გავიდეთ

14:30 | 20.09.2016
sabonis (9584)

რომელზე უნდა გავიდეთ მსოფლიოზე რომ მოვხვდეთ?

10:54 | 20.09.2016
miriani (2665)

სამწუხაროდ ამ სკამით ეგ ძაან თამამი ოცნება ძამა

20:40 | 19.09.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

მადლობა ტქვენ ლომებოოოოო,იხარეეთ.

19:21 | 19.09.2016
berodaviti (4285)

ალბანური მატჩი გამონაკლისია, სადაც ძალიან ცუდად ვითამაშეთ მიზანმიმართულად, სიმართლე ღმერთს უხარია

წარმატებები ევროპაზე, მართლა შეგვიძლია გრანდებთან მინიმუმ ტოლსწორად თამაში, ეს ალბათ ამ თაობის საუკეთესო შანსია მაქსიმალური შედეგის მისაღწევად !

19:12 | 19.09.2016
Qutaisi Black 1 (77)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=OzG-rdxiuj0')>0?'https://www.youtube.com/watch?v=OzG-rdxiuj0':'https://www.youtube.com/watch?v=OzG-rdxiuj0'))

19:12 | 19.09.2016
Qutaisi Black 1 (77)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8':'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8'))

0.142133