სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

15:45 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მე-7 მარცხი (+VIDEO)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მე-7 მარცხი განიცადა და თუკი დარჩენილ ექვს შერკინებაში მინიმუმ ერთხელ წააგებს, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) და წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულის მქონე ქართველმა სეკიტორმა ამჯერად დასავლეთის პირველ მაეგაშირა იოშიკაძესთან ვატაშიკომით წააგო და აქტივში მხოლოდ 2 გამარჯვება შერჩა. ტოჩინოშინს ბრძოლა დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ტაკანოივასთან ელის, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.

თანამემამულისგან განსხვავებით, გაცილებით უკეთ აქვს საქმე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა დასავლეთის მე-16 მაეგაშირა დაიეშოს ჰატაკიკომით აჯობა და 5 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა. ხვალ, გაგამარუ დასავლეთის მე-15 მაეგაშირა კიოკუშუჰოს გაეჯიბრება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში 3:5-ს აგებს.

აკი ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ისევ ოძეკი გოეიდოა, რომელმაც 9-ვე გასული შერკინება მოიგო. 8-8 გამარჯვება აქვთ აქტივში იოკოძუნა ჰარუმაფუჯის და დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ენდოს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114274