იტალიის სერიას ა-ს მეოთხე ტურში “რომა” გასვლაზე “ფიორენტინასთან” 0:1 დამარცხდა და იტალიის ჩემპიონატში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
დედაქალაქელებს სერია ა-ში ბოლოს მიმდინარე წლის იანვრის თვეში “იუვენტუსთან” ჰქონდათ წაგებული (0:1). მას შემდეგ ჩატარებული 20 მატჩიდან “რომამ” 16 მოიგო, ხოლო ოთხი ფრედ დაასრულა. ამასთან აღსანიშნავია, რომ რომაელებმა ამ ოცივე შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა.
“ფიორენტინას” ნახევარმცველმა მილან ბადელმა “რომას” გადამწყვეტი გოლი 82-ე წუთზე გაუტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8')>0?'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8':'https://www.youtube.com/watch?v=avDS8bTN4f8'))
ეს რომელ ტამაშზეა გადაგებული?