კალათბურთი

22:37 | 18.09.2016 | ნანახია NaN - ჯერ

საქართველოს ნაკრები მონტენეგროდან დღეს ღამით დაბრუნდება
19 სექტემბერს ილიას ზუროსი და კალათბურთელები პრეს-კონფერენციას გეგმავენ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროდან თბილისში დღეს, 18 სექტემბრის ღამეს დაბრუნდება. პოდგორიცა-სტამბოლი-თბილისის რეისი თბილისის აეროპორტში 00:30 საათზე ჩამოფრინდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში მონტენეგროს სტუმრად 90:84 სძლიეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 19 სექტემბერს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ეროვნული ნაკრების პრესკონფერენცია გაიმართება. ჟურნალისტებს შეხვდებიან ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და გუნდის წევრები.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:20 | 02.08.2019
alfadhirhaiti (7530)

ყვითელ ბარათს კი არ გამორჩა მხოლოდ, ორივე გოლი მის კისერზე გავიდა რეალურად.

0.071932