კალათბურთი

14:29 | 18.09.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ზაზა და მაიკლი ტურის სიმბოლურში

ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფიბას ვერსიით საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი მოხვდა: ზაზა ფაჩულია და მაიკლ დიქსონი. ეს გასაკვირი სულაც არაა, ორივემ მონტენეგროსთან მოგებულ მატჩში (90:84) დიდებულად ითამაშა.

ზაზამ ხსენებულ თამაშში 34 წუთში, 21 ქულა დააგროვა, ბურთი ფარიდან 13-ჯერ მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. იგი მონტენეგროსთან მატჩში ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება დიქსონს, 25 წლის კალათბურთელმა 37 წუთში 31 ქულა დააგროვა, 2 პასი მიითვალა და 6 მოხსნაც. დიქსონი დიდებულად ისროდა სამქულიანების, 10-დან 7-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა.

მთლიან ხუთეულს რაც შეეხება, შემდეგნაირია:

ზაზა ფაჩულია - საქართველო (23ქ, 13მ, 5პ), ჟოაო გომესი - პორტუგალია (15ქ, 16მ, 3პ, 2ჩ), ნიკოლაოს სტილიანუ - კვიპროსი (26ქ, 2მ, 5პ, 1ჩ), მარტინ ჰერმანსონი - ისლანდია (18ქ, 3მ, 5პ, 2ჩ), მაიკლ დიქსონი - საქართველო (31ქ, 2პ, 6მ).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფის ბოლო ტურში მონტენეგროს სტუმრად მოუგო, შესარჩევი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ თამაშის უფლება მოიპოვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:49 | 12.06.2017
rigeli (1147)

ნაკრებში არ გიძახებს ის ტავგასიებული და შენ გული არ გაიტეხო ყველა ქუტაისელი გაფასებს და წარმატებას გისურვებს მგონი საჩემპიონო სეზოვს ატარებ ტორპედო მეც მარტლა მომელოცოს ჩემპიონება ტორპდოს შენტან ერტად წელს

01:36 | 13.06.2017
mushni (93569)

+1

12:39 | 12.06.2017
ბაგი-რეი (2266)

ანდორამ ერთი თამაში მოიგო და გერმანიას არ გახარებია მსოფლიო ჩემპიონობა ისე, ამათ რო გაეხარდათ.
ნუ ლანძღავთ ნაკრებს.
არანაირი დამსახურება არ აქვთ ქართველ მკითხველს ფეხბურთის და ფეხბურთელების მიმართ რომ რამე მოთხოვოთ. არ იცით როგორ გუნდებში და რამდენხანს თამაშობენ?!
და სოციალურ ქსელს რო გადახედონ ხო იტყვიან ჩემი მაგინებლების გულის გასახარად უნდა მოვიკლა თავი მოედანზეო?! თუ ოლღა ბებოს სინდრომია... ჩვენ კი ვაგინებთ მარა ჩვენი ყ*)რები ლოცავენ))))))))

13:09 | 12.06.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

გულშემატკივარი ფულს ითხოვს გულშემატკივრობაში თუ სასმელ-საჭმელს ? უბრალოდ ვქომაგობთ და ამდენი ნეგატივის მიღების შემდეგ ჩვენც ნეგატივს ვაფრქვევთ. ეს ბუნებრივია.
ჩვენთვის კი არა, თავიანთი თავებისთვის ითამაშონ მაგ უბედურებმა. იქნებ უკეთეს კლუბს გამოკრან ხელი. თორემ გულშემატკივრები რომ ყოველთვის ეკიდათ უკვე 25 წელია ვუყურებ და ვიცი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063118
სარეკლამო ადგილი - 99
X x X