ავტოსპორტი

3:43 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდოს რბოლები შაბათს სურს, კვირას კი - გართობა

მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, რომელმაც რბოლებში ბევრი რამ უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. დიდი მოლოდინი იქიდანაცაა, რომ ფორმულა 1-ს ამერიკული მედია გიგანტი „ლიბერტი“ დაეუფლა. უკეთესის მოლოდინში არიან თავად პილოტებიც, რომლებსაც უფრო მძლავრი და სწრაფი ბოლიდების მრთვა და ბევრი გასწრება სურთ.

ფრანს პრესთან საუბარში, სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ მას და სხვა პილოტებსაც სურთ, რომ ავტომობილები უფრო სწრაფები და ლამაზები იყოს. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ნოსტალგია აქვს V12 ძრავებზე, რომლებიც გამაყრუებელი ხმით გამოირჩეოდნენ, რითაც რბოლებს უფრო მიმზიდველს ხდიდნენ.

„როგორც პილოტს, გსურს, რომ უფრო სწრაფ და ყველაზე მომხიბლავ მანქანას მართავდე. მე თუ მკითხავთ, ორჯერ მეტ ცილინდრს ვარჩევ და მოვაშორებ ამ რთულ ელექტრონულ ეკიპირებას“, - ამბობს „ფერარის“ პილოტი. „ზაუბერის“ ფელიპე ნასრი და „ფორს ინდიას“ სერხიო პერესი ამბობენ, რომ ფანებს ტრასაზე დაძაბული პაექრობების ხილვა სურთ და არა ის, რომ ყველა რბოლას ერთი გუნდის პილოტები იგებდნენ.

„კარგი იქნება, თუ საშუალო გუნდებსაც მიეცემათ გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი. თუ ისინი ტიტუისთვის იბრძოლებენ. ჩემი აზრით, შესანიშნავი იქნება, თუ ერთ რბოლაში „უილიამსი“ გაიმარჯვებს, მეორეში - სხვა გუნდი. ეს ფანებისთვისაც საინტერესო იქნება“, - ამბობს პერესი.

დანიელ რიკიარდოს კი სულ სხვა რამ ადარდებს. ის ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ რბოლები შაბათობით გაიმართება, კვირას კი გუნდბს წვეულების მოწყობის საშუალება მიეცემათ: „მემგონი, ყველაზე კარგი იქნება, თუ რბოლები შაბათობით ჩატარდება, კვირას კი დროს სატარებლად მეტი დრო გვექნება“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096628