ფეხბურთი

14:49 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონმა” ადებაიორზე უარი თქვა

ტოგოელი თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორის ფრანგულ “ლიონში” გადასვლა ჩაიშალა. როგორც L’Equipe იტყობინება, ლიონელთა მთავარი მწვრთნელი ბრუნო ჟენეზიო ფეხბურთელს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც კლუბმა ადებაიორთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.

32 წლის ემანუელ ადებაიორს კარიერის განმავლობაში “მეცის”, “მონაკოს”, ლონდონის “არსენალის”, “მანჩესტერ სიტის”, მადრიდის “რეალის” და “ტოტენჰემის” ღირსება დაუცავს, მიმდინარე წელს ის “კრისტალ პალასში” გამოდიოდა, რომელთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ახალი კლუბი აქამდე ვერ იპოვა.

0.113514