ფეხბურთი

13:48 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კადიროვი მუნდიალის ერთ მატჩს ჩეჩნეთში ითხოვს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, რათა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თუნდაც ერთი მატჩი კავკასიაში ჩატარდეს.

“რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს ვიტალი მუტკოს ამ მხრივ შეუვალი პოზიცია აქვს, მას ჯერ კიდევ მაშინ ვესაუბრე, როცა მასპინძელი სტადიონების შერჩევა დაიწყო. მიუხედავად ამისა, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც ერთი მატჩი რომ ჩატარდეს კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში. აქ ჩვენ ყველა საჭირო პირობა გვაქვს” - ციტირებს სააგენტო ТАСС-ი კადიროვის სიტყვებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება. მასპინძელი ქალაქებია: მოსკოვი, სანქტ პეტერბურგი, ყაზანი, ნიჟნი ნოვგოროდი, სარანსკი, კალინინგრადი, ვოლგოგრადი, ეკატერინბურგი, სამარა, სოჭი, როსტოვი.

0.116971