არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუზამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ოქტომბრის თვეში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გამოცდილმა სპეციალისტმა ამჯერად “ალბისელესტეში” 26 ფეხბურთელს უხმო და მათ შორისაა ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი გონსალო იგუაინი. “პიპიტას” ნაკრებში კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ არ უთამაშია...
არგენტინის ნაკრების სრული შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა)
მცველები: ფაკუნდო რონკალია (“სელტა”, ესპანეთი), მატეო მუსაჩიო (“ვილიარეალი”, ესპანეთი), რამირო ფუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი), ემანუელ მასი (“სან ლორენცო”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მარტინ დემიკელისი (“ესპანიოლი”, ესპანეთი), პაბლო ზაბალეტა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი)
ნახევარმცველები: მატიას კრანევიტერი (“სევილია”, ესპანეთი), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლუკას ბილია (“ლაციო”, იტალია), აუგუსტო ფერნადესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ევერ ბანეგა (“ინტერი”, იტალია), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ნიკოლას გაიტანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ანხელ კორეა (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ლუკას პრატო (“ატლეტიკო მინეირო”, ბრაზილია), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”, იტალია)
შეგახსენებთ, არგენტინის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოქტომბრის თვეში ორ მატჩს ჩაატარებს - პერუსა და პარაგვაის წინააღმდეგ.