ფეხბურთი

10:30 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის I ტურის საუკეთესო ფეხბურთელი – ლიონელ მესი

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის I ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სამხრეთამერიკელმა გულშემატკივართა ხმების 38% მიიღო და მეორე ადგილზე გასული “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი 11%-ით ჩამოიტოვა.

მთლიანობაში კი ხმები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

ლიონელ მესი – 38%

ჯოშუა კიმიხი – 27%

რიად მაჰრეზი – 15%

არკადიუშ მილიკი – 9%

სერხიო აგუერო – 6%

მარიო გიოტცე – 3%

ბერნარდო სილვა – 2%

საულ ნიგეზი – 1%

შეგახსენებთ, მესიმ ლიგის პირველ ტურში გლაზგოს “სელტიკთან” მოგებულ მატჩში (7:0) ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ მხრივ ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა.

0.128804