ფეხბურთი

23:43 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ხუბუტია დაიმატა

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “დინამო” თბილისს აკაკი ხუბუტია შეუერთდა. ამის შესახებ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ვებგვერდი იტყობინება. ხუბუტია “დინამოში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და გუნდში 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღნიშნული ტრანსფერის შესახებ WORLDSPORT.GE-მ მკითხველს რამდენიმე დღის წინაც აცნობა, მაგრამ ტრანსფერი კლუბის მხრიდან მხოლოდ დღეს დადასტურდა.

სხვათა შორის, ხუბუტიას სქართველოს ჩემპიონატში აქამდე არ უთამაშია. უცხოეთში კი იგი სხვადასხვა დროს “გაზ მეთანში”, “სამსუნსფორში”, “ზემპლინში”, “მორდოვიასა” და “კერკირაში” უასპარეზია. გამოცდილ მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.125238