ფეხბურთი

20:14 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთი” სახლში დაბრუნდა

“ოქროს ბურთი” სახლში დაბრუნდა” – წერს პოპულარული გამოცემა “ფრანს ფუტბოლი”. საქმე ისაა, რომ “ოქროს ბურთი” ავტორიტეტულ გამოცემას დაუბრუნდა – როგორც ფრანგული გამოცემა იტყობინება, ამიერიდან “ოქროს ბურთის” გამარჯვებულს, ადრინდელის მსგავსად, თავად გამოავლენს.

მოგეხსენებათ, 2010 წლიდან ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს “ფრანს ფუტბოლთან” ერთად ფიფაც ასახელებდა, რომლის წევრი 208 ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნები საუკეთესო ფეხბურთელებს არჩევდნენ. კონტრაქტის გახანგრძლივების შეთანხმება ვერ შედგა და შესაბამისად, ამიერიდან საუკეთესოებს მხოლოდ ჟურნალისტები დაასახელებენ.

ამასობაში, კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფიფა თავის მხრივ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელების ძველ პრინციპს დაუბრუნდება. შესაბამისად, წლის ბოლოს “ოქროს ბურთი” ცალკე გათამაშდება, ხოლო ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ცალკე გამოვლინდება.

შეგახსენებთ, “ფრანს ფუტბოლი” “ოქროს ბურთს” 1956 წლიდან მოყოლებული ათამაშებს და მისი პირველი გამარჯვებული ინგლისელი სტენლი მეტიუზი გახდა.

0.174939