ძიუდო

17:55 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი ფინალში, ორიც – რეპეშაჟის ფინალში

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს თორნიკე ნაგლიაშვილსა (66 კგ) და გიორგი კაციაშვილს (73 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ. ესპანეთის ქალაქ მალაგაში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე დილის პროგრამა ორივე მათგანმა წაუგებლად ჩაამთავრა. ირაკლი კუპატაძე (55 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) კი ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდნენ და ორივე რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.

ნაგლიაშვილი საჩემპიონო ბრძოლაში ბელარუს დმიტრი მინკოუს დაეჭიდება. კაციაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება. კუპატაძე ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ მაქსიმ მერლინს შეხვდება, ხოლო ჯანაშვილი – ხორვატ ტიჰეა ტოპოლოვეცს.

დღესვე, ესპანურ ტატამზე საქართველოს სახელით დავით გეჯაძემ (55 კგ), რობინზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ), სალომე მარგიანმა (48 კგ), მზია ბებოშვილმა (52 კგ), ხატია ჯანაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმაც (ორივე 57 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ევროპირველობაზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113581