ესპანური კალათბურთის ლეგენდამ ხუან კარლოს ნავარომ განაცხადა, რომ მას 2017 წლის ევრობაკეტზე თამაში სურს.
“ადრეა იმის თქმა, რომ ნაკრებში თამაში დავასრულე. პო გასოლმაც შეიძლება 2017 წლის ევრობასკეტზე ითამაშოს და მე არ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სანაკრებო კარიერა დავასრულეთ. ყველაფრი დამოკიდებულია იმაზე, როგორ სეზონი იქნება. ძალიან მინდა შემდეგ წელს ესპანეთის ნაკრებში ვითამაშო. ახლა ეროვნულ გუნდში თაობა ცვლის პროცესი მიდის”- განაცხადა ნავარომ.
36 წლის ნავარო ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. გუნდთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, მოიპოვა ორი ოლიმპიური ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.