სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:43 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ და ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-6 დღე მარცხით დაასრულეს

ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა აკი ბაშოს მე-6 დღე. ჯერ გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა წაიფორხილა, შემდეგ კი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც დამარცხდა.

გაგამარუს, რომელიც ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯება, 3 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა. ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტამავაშისთან კოტენაგეთი დამარცხდა, ხვალ კი, დასავლეთის მე-7 მაეგაშირა იკიოის გაეჯიბრება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 3:8-ს აგებს.

სამწუხაროდ, ექვს შერკინებაში ერთადერთი გამარჯვება შერჩა ტოჩინოშინის, რომელიც ტოკიოში აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. ამჯერად, ქართველმა სეკიტორმა ოძეკი ტერუნოფუჯისთან უვატენაგეთი წააგო. 17 სექტემბერს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ჩიიონოკუნისის პირისპირ დადგება, რომელთანაც გასული ოთხივე ბრძოლა მოგებული აქვს.

სექტემბრის სუპერტურნირს ექვს-ექვსი მოგებით ანუ მაქსიმალური შედეგით ოძეკი გოეიდო და აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ოკინოუმი ლიდერობენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11819