ფეხბურთი

12:52 | 16.09.2016 | ნანახია 2502 - ჯერ

მოურინიო წუწუნს აგრძელებს: “მსაჯს გოლი არ უნდა ჩაეთვალა”

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგაზე, როტერდამის “ფეიენოორდთან” მარცხში მსაჯებს ადანაშაულებს. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქემ გოლი თამაშის წესების დარღვევით გაიტანა და თან იმ დროს, როდესაც “მანჩესტერს” შეხვედრაში საუკეთესო პერიოდი ედგა.

“მატჩს სრულად ვაკონტროლებდით, გამარჯვებისთვის ვემზადებოდით, “ფეიენოორდს” პრობლემებს ვუქმნიდით, ასევე ფიზიკურად – სწორედ ამ მომენტში კი, თამაში წავაგეთ. მეტოქის ერთადერთი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. ორმაგად არ გაგვიმართა: გოლი მაშინ გაიტანეს, როდესაც შეხვედრაში ჩვენთვის საუკეთესო მომენტი იდგა და თან წესების დარღვევით. ჰოლანდიელებმა გოლი თამაშგარედან გაიტანეს”, - განაცხადა მოურინიომ.

საერთოდ, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის წუწუნი უცხო ხილი არაა და ამ საქმეს ხელი “იუნაიტედშიც” მიჰყო. “განსაკუთრებულმა” გუშინდელი მარცხის დარად, პრემიერლიგის ბოლო ტურში “სიტისთან” მარცხიც მსაჯებს გადააბრალა...


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:19 | 16.09.2016
gruz-in (5468)

მაქსიმუმ 2 სეზონში ამას გააგდებენ

18:40 | 16.09.2016
MU012FC (9145)

გიორგი მელქაძე ლუზერპულის ქომაგი ხარ როგორც ჩანს ეს არაა ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია, ტიპიური მაურინიოს და მანჩესტერის ჰეითერის სტატიაა.

18:41 | 16.09.2016
MU012FC (9145)

ნუ რაც შეეხება აქ კომენტარებს ეს სხვა თემაა საერთოდ

17:25 | 16.09.2016
BATIGOLI 9. (4375)

ეს რომ დაბერდება მერე რა იქნება წარმომიდგენია. საფეხბურთო სამყაროში ყველაზე გრანდიოზული სლე ხარ მოუ და მარცხნიდან კრისწინა გიმშვენებს გვერდს,მარჯვნიდან იბრა!

18:05 | 16.09.2016
მახატა (444)

არადა საფეხბურთო სამყაროში ჩვენზე, ყველაზე ერთად აღებულზე მეტად წონადი სიტყვა ეთქმის : განა რამეში ვიცავ მარა მთლად ასეთ დონეზეც არაა. იგივე იბრა და რონალდოც

18:13 | 16.09.2016
BATIGOLI 9. (4375)

პიროვნულად არ მევასება მსგავსი ადამიანები.ერთი ქალაჩუნაა,მეორე საკუთარ თავზე შეყვარებული ჰომო თუ ბისექსუალი და მესამე ქედმაღალი ვითომდა მეფე : ))

18:40 | 16.09.2016
მახატა (444)

მერედა ჩვენ იმიტო არ ვუყურებთ რომ თამაშობენ/წვრთნიან? მგონი გულშემატკივარს ნაკლებად ადარდებს ხოლმე პიროვნული თვისებები

19:06 | 16.09.2016
BATIGOLI 9. (4375)

ვაფასებ ასეთ ხალხს ობიექტურად თავის საქმეში,მაგრამ მათი ქომაგი ვერასდროს ვიქნები

16:05 | 16.09.2016
CR7NOLE (15561)

ჟოზე წუწუნინიო

15:49 | 16.09.2016
შტაბკარწირა ქინძი მიშა (276)

მანჩესტერი საქართველოს ჩემპიონატში რომ ათამაშო ალბათ სამეულში შესვლა გაუჭირდება ))

15:06 | 16.09.2016
M.U2016 (1925)

ადმინი რა Y ხარ რო იცოდე. ბარსელონას რო ჩათვალონ ეგეთი ან რეალს აქ კივილს დაარტყამდით. რა ლენჩებით სავსეა ეს ქვეყანა

16:02 | 17.09.2016
seba (304)

ამაზე ბევრად ნაკლები დავწერე ადრე და მგონი გამიუქმეს აქაუნთი

13:31 | 16.09.2016
moxe ve (614)

დაგიჯდა ელემენტები ჟოზეჯან :დ

13:29 | 16.09.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

ეხ ჟოზიკ, ჟოზიკ...
მგონი ერთი ჩვეულებრივი ბუზღუნა ტრენერი ხдები. ახალს дა საინტერესოს ვეღარაფერს გვთავაზობ. ზოგი შოფერს კი გეძახის, მაგრამ ჩემი აზრით ტიპიური საფეხბურთო მარგინალი ხარ.

13:11 | 16.09.2016
BEERTRANCE (97819)

მსაჯებზე წუწუნის მეტი რა დარჩენია.

13:03 | 16.09.2016
XoMe (1384)

თამაშგარე რომ იყო რათქმაუნდა, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა თამაში : ) მიუხედავად იმისა რო რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ წაიყვანა : )

0.125278