16-18 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ევროკონკურენციაში 41 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი ჩაებმება. საქართველოს ვაჟთა ნაკრების სახელით ტატამზე 10 ძიუდოისტი გავა. გოგონების განაცხადში კი 6 სპორტსმენია.
დღეს და ხვალ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა შორის, რვა-რვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ზეგ კი გუნდური პირველობა შედგება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები სამივე დღეს, თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკი ინდივიდუალურში 18:30 საათიდან, ხოლო გუნდურში - 17 საათიდან.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები
55კგ - ირაკლი კუპატაძე და დავით გეჯაძე
60კგ - რობინზონ ბეგლარაშვილი
66კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი
73კგ - გიორგი კაციაშვილი
81კგ - გიორგი ქურდიანი და თამაზ კირაკოზაშვილი
90კგ - ონისე სანებლიძე
100კგ - დავით ოზბეთელაშვილი
+100კგ - გურამ ქოსმენაშვილი
გოგონები
48კგ - სალომე მარგიანი
52კგ - მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი
57კგ - ეთერ ლიპარტელიანი და ხატია ჯანაშვილი
+78კგ - სოფიო სომხიშვილი
16 სექტემბერი
ვაჟები: 55კგ, 60კგ, 66კგ და73კგ
გოგონები: 44კგ, 48კგ, 52კგ და 57კგ
17 სექტემბერი
ვაჟები: 81კგ, 90კგ, 100კგ და +100კგ
გოგონები: 63კგ, 70კგ, 78კგ და +78
18 სექტემბერი
გუნდური პირველობა