ფეხბურთი

23:45 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: შოთას გუნდის შოკი

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი დაიწყო და ქართველების ამბავზე დავწერთ. სასწაული მოხდა თელ ავივში, სადაც შოთა არველაძის გაწვრთნილი "მაკაბი" 77-ე წუთამდე 3:0-ს უგებდა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს", მაგრამ დარჩენილ მცირე დროში ოთხი გოლი გაუშვა - 3:4. ჯერ ისიც სასწაული იყო, რომ "მაკაბი" სამი ბურთის სხვაობით უგებდა მირჩა ლუჩესკუს გუნდს.

რით შეიძლება ეს აიხსნას? მართალია, 81-ე წუთზე შოთას გუნდი 10 კაცით დარჩა, მაგრამ ამ დროს 3:1-ს იგებდა. ბრაზილიელმა ჟულიანომ გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ვენის "რაპიდმა" შინ 3:2 მოუგო ბელგიის "გენკს". შედგა გიორგი ქვილითაიას დებიუტი "რაპიდის" ოფიციალურ მატჩში, თუმცა მხოლოდ 86-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.

ლუგანსკის "ზორია" შინ 96-ე წუთამდე უგებდა "ფენერბახჩეს", მაგრამ ბოლოს გაუშვა და 1:1-ს დასჯერდა. ჯაბა ლიპარტია სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ.

არ უთამაშია და განაცხადშიც არ ყოფილა "გაბალას" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. აზერბაიჯანულმა კლუბმა ბრიუსელში "ანდერლეხტთან" 1:3 წააგო. მიზეზი კოჭის ტრავმაა.

0.112645