რაგბი

22:28 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს შეკრებები უკვე ტრადიციად იქცა. შეგახსენებთ, რომ მრჩეველთა საბჭო რაგბის კავშირის ინიციატივით ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი პარტნიორებისა და მეგობრებისგან ახალი იდეებისა და მოსაზრებების მოზიდვა, განხილვა და განხორციელებაა. თუმცა ეს წრე არ წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს.

ამჯერადაც საბჭოს წევრებმა რამდენიმე ახალი იდეა განიხილეს, რომელთა შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. საბჭოს ამჟამინდელი წევრები არიან “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია “ნატახტარის” მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია “სილქროუდის” წარმომადგენელი კაკი რამიშვილი და სხვა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ არსებული წრე დახურული არ არის და დამატებით წევრების არჩევა მოხდება ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით.

www.rugby.ge

0.116508