კალათბურთი

16:02 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ტურის სიმბოლურში

არაფერი მოულოდნელი – თორნიკე შენგელია ევრობასკეტ 2017 შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ბუნებრივიც იყო, რადგან შენგელიამ სლოვაკეთთან (96:68) მოგებულ მატჩში ფანტასტიურად იასპარეზა.

ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაშიც 31 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუპოვა საქართველოს ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ შენგელიას პირველ ტაიმში უკვე 24 ქულა ჰქონდა დაგროვებული, ხოლო 17 ქულა მატჩის საწყის 5 წუთში(!) ჩააგდო.

V ტურის სიმბოლური კი ასე გამოიყურება:

თორნიკე შენგელია - საქართველო (31ქ, 6მ, 3პ, 2ჩ, 1დ), ჰლინურ ბაერინგსონი – ისლანდია (18ქ, 9მ, 4,პ), გორან დრაგიჩი – სლოვენია (17ქ, 3მ, 10პ, 2დ), მირალემ ჰალილოვიჩი – ბოსნია (18ქ, 10მ, 3პ, 2დ), რეტინ ობასოანი – ბელგია (16ქ, 6მ, 2პ, 4ჩ, 1დ).

0.115162