კალათბურთი

13:22 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტს კიდევ 4 ნაკრები შეემატა

ცნობილი გახდა კიდევ 4 საკალათბურთო ნაკრების ვინაობა, რომლებიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. ბელგიამ და უნგრეთმა, შესაბამისად, A და G ჯგუფებში პირველობა გაინაღდეს და მიზანი უკვე მიღწეული აქვთ, ისევე, როგორც სლოვენიას და ჩერნოგორიას. პირველი E ჯგუფიდან, მეორე კი F-დან მინიმუმ საუკეთესო მეორეადგილოსანთა კვოტაში აუცილებლად მოხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩერნოგორიელთა უმთავრესი მეტოქე საქართველოს ეროვნული გუნდია, რომელმაც ექს-იუგებთან თბილისური მატჩი 74:76 წააგო და თუკი 17 სექტემბერს, ბარში 3 ან მეტი ქულით იმარჯვებს, ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელი გახდება.

როგორც იცით, ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის თანახმად, ფინალის საგზურს 7 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ და მათვე 4 საუკეთესო მეორეადგილოსანიც დაემატება. რადგანაც 1 ჯგუფი სამგუნდიანია, მეორეადგილონებს მე-4 პოზიციებზე გასულ ნაკრებებთან დაფიქსირებული შედეგები არ ეთვლებათ.

შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის პირველი გამარჯვებული რუსეთი გახდა, ახლა მას ჩამოთვლილი ოთხეულიც შეუერთდა, კიდევ 13 იღბლიანის ვინაობა კი მანამდე იყო ცნობილი. ესენი ტურნირის მასპინძლები (ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი) და ის გუნდები არიან, რომელთაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ანაც მის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს: ხორვატია, ჩეხეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, სერბეთი, ესპანეთი, თურქეთი.

იოლი გამოსათვლელია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის 6 ვაკანსიაღაა დარჩენილი.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. მე-5 ტური. 14 სექტემბერი

A ჯგუფი

ბელგია – შვეიცარია 87:49

ისლანდია – კვიპროსი 84:62

B ჯგუფი

გერმანია – ავსტრია 78:58

ჰოლანდია – დანია 98:88 (ოტ.)

C ჯგუფი

შვედეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 76:78

D ჯგუფი

ესტონეთი – პორტუგალია 82:63

პოლონეთი – ბელარუსი 57:76

E ჯგუფი

უკრაინა – კოსოვო 100:61

სლოვენია – ბულგარეთი 85:63

F ჯგუფი

საქართველო – ალბანეთი 96:68

მონტენეგრო – ალბანეთი 94:56

G ჯგუფი

მაკედონია – დიდი ბრიტანეთი 62:89

ლუქსემბურგი – უნგრეთი 65:68

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113752