ფეხბურთი

12:05 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი: “კარგი სტარტი თავდაჯერებას დაგვიბრუნებს”

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ “ბრიუგესთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვება (3:0) მის გუნდს თავდაჯერებულს გახდის.

“ლივერპულთან” მარცხის შემდეგ ეს გამარჯვება “ლესტერისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით. თამაშზე გავლენა იქონია სწრაფმა გოლმა. “ბრიუგე” ბურთით კარგად თამაშობდა და მას აკონტროლებდა, თუმცა მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით. შესაძლოა, თამაშის სტარტზე “ლესტერმა” მეტოქე გააკვირვა” - აღნიშნა ბელგიაში გამართული შეხვედრის შემდეგ რანიერიმ.

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის ხმაურიანი სენსაციის ავტორმა “ლესტერმა” ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო - პრემიერლიგის საწყის ოთხ მატჩში მხოლოდ ოთხი ქულა მოიპოვა. რანიერის შეგირდები ბოლო ტურში “ლივერპულთან” 1:4 დამარცხდნენ.

0.146259