ფეხბურთი

11:04 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ეს “რეალია” და ვიცით, როგორ გადავწყვიტოთ თამაშის ბედი ერთ წუთში”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ლისაბონის “სპორტინგთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში (2:1) მისი შეგირდების მონდომებით კმაყოფილი დარჩა. ფრანგმა სპეციალისტმა შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები გუნდს თამაშის ბედის გადაწყვეტაში დაეხმარა.

“გუნდი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა, რაც სასიხარულოა. ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს მონდომება დაუფასდათ. ცვლილებები მწვრთნელის საქმეა და კარგია, რომ ამან იმუშავა. ისინი სწორედ თამაშის შესაცვლელად კეთდება და დღეს ეს გამოგვივიდა. ჩვენ “რეალი” ვართ და ვიცით, რომ მატჩის ბედის ერთ წუთში გადაწყვეტა შეგვიძლია”- ციტირებს ზიდანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში “რეალი” 48-ე წუთზე გაშვებული გოლით მარცხდებოდა, თუმცა თამაშის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუსა და შეცვლაზე გამოსული ალვარო მორატას გოლებით გაიმარჯვა (VIDEO).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12139