ფორმულა 1-ის და ინდიქარ-ის უტიტულო ვარსკვლავმა ალექს ძანარდიმ, რიოს პარალიმპიურ თამაშებზე პირველი, სულ კი თავის პარალიმპიურ კარიერაში მეოთხე მედალი მოიპოვა. იტალიელმა მრბოლმა, ვისაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედებით რბოლაში გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ძანარდიმ 20-კილომეტრიან რბოლაში, თავის ცხრა მეტოქიდან უახლოეს მდევარს, 2.7 წამით აჯობა. ეს გამარჯვება მან მოიპოვა 15 წლის შემდეგ იმ ტრაგიკული შემთხვევიდან, რომელმაც მას ორივე ფეხი დააკარგვინა. ეს შემთხვევა ინდიქარ-ის ლაუზიცრინგის (გერმანია) ეტაპის დროს მოხდა.
ძანარდის CART-ის სერია (ინდიქარ-ის ყოფილი განაყოფი) ორჯერ, 1997 და 1998 წლებში აქვს მოგებული. ფორმულა 1-ში კი 41 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მათში გამარჯვება არ მოუპოვებია. ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე მან სამი მედალი - ორი ოქროსი და ერთი ვერცხლისა მოიპოვა.







