ჭიდაობა

15:40 | 14.09.2016 | ნანახია 3631 - ჯერ

ქართველების უიღბლო დილა

მოჭიდავეთა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებისთვის წარმოუდგენლად წარუმატებელი გამოდგა. დღეს მედლების ხუთი კომპლექტი უნდა გათამაშდეს, მაგრამ საპრიზო სამეულები ხუთივე წონით კატეგორიაში ქართველების გარეშე შეივსება.

უმსუბუქეს წონაში – 42 კილოგრამში გიორგი ჩხიკვაძემ პირველსავე წრეში 4:12 წააგო თურქ ადემ ბურაკ უზუნთან. ლუკა ოჩიგავასთვისაც (46 კგ) თურქი მეტოქე აღმოჩნდა დაუძლეველი ზღუდე - კადირ კაზიმ კამალთან მეოთხედფინალში 0:8 დამარცხდა.

ლუკა ხუციშვილმა (76 კგ) მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა მერვედფინალით დაიწყო და დაასრულა, ბელარუს მაქსიმ ბანდარენკასთან წაგებით (4:9).

მერვედფინალიდანვე გამოეთიშა ძირითად ბადეს 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ქაცანაშვილიც, ოღონდ ზემოთ ნახსენები თანაგუნდელებისგან განსხვავებით, რეპეშაჟშიც გადაერთო, რადგან მისი მომგები (5:1) უნგრელი ალექს გერგო სზოკე ფინალამდე მივიდა. ქაცანაშვილი "ბრინჯაოს მეოთხედფინალში” ბელარუს იჰარ იარაშევიჩს დაეჭიდა და 0:8 წააგო.

დავით ბედინაძის გაწვრთნილი გუნდიდან ფინალურ ბლოკში მოხვედრასთან ყველაზე ახლოს ლევან გოგუა (69 კგ) იყო, რომელსაც ოქრო-ვერცხლის გზა მეოთხედფინალში ჩაეკეტა, მომავალ ფინალისტთან – აზერბაიჯანელ ულვუ განიზადესთან წაგებით (0:3). რეპეშაჟის ნახევარფინალში გოგუამ ირანელ მოჰამადრეზა მაჰმუდ როსტამისთან 1:11 წააგო და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროს მედლით დაასრულა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:54 | 15.09.2016
paata68 (985)

ადმინ წერ გოგონები გამოვლენო და ბადეებში ქართველები არ ჩანან. რა ხდება?

03:09 | 15.09.2016
mushni (93569)

ცუდია

17:31 | 14.09.2016
BEERTRANCE (97819)

არადა გუშინ რა კარგი დღე გვქონდა.

16:39 | 14.09.2016
federer (17) (15576)

რა სტარტი გვქონდა და რა ცუდად გაგრძელდა მერე ვყელაფერი, მაგრამ 2 ოქროს მედალიც სერიოზული წარმატებაა და უკმაყოფილების საბაბაბი არ გვაქვს

0.146936