საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი კმაყოფილია უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინის არჩევით და აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ახალი თავკაცის სტრატეგია და ხედვები ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.
„სასიხარულოა, რომ გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელსაც ჩვენ ვუჭერდით მხარს, რადგან სრულად ვიზიარებთ მის ხედვას ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მისი ყველა ქმედება იქნება ფეხბურთის ინტერესების სასიკეთოდ მიმართული, ამასთან ის სამოქმედო სტრატეგია და ხედვა, რომელიც აქვს ალექსანდერ ჩეფერინის, არის ძალიან სასარგებლო ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის,“- ციტირებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დღეს, ათენში გამართულ კონგრესზე აირჩიეს. მის კანდიდატურას 42 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ.