სხვა

13:01 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი მედალი პოლონეთიდან

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში, ძალოსნობის ახალგაზრდულ (U15, U17) ჩემპიონატზე კიდევ სამი მედალი აიღო.

15-წლამდელებში ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური აქცენტს ედუარდ კაკაბაძეზე აკეთებდა და ბიჭმა მაქსიმუმი გააკეთა.

კაკაბაძემ ატაცში 111 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი აიღო. აკვრაში ის ბრინჯაომდე (133) მივიდა. საბოოლოოდ, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდშიც (244) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ზურაბ ანთაური (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “კარგი იყო. კაკაბაძემ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. გახარებულები ვართ და ვამაყობ მისი გმირული გამოსვლით. ბიჭმა ბოლომდე იბრძოლა და შედეგი სახეზეა. გილოცავთ ყველას დღევანდელ მედლებს”.

საქართველოს ნაკრებს უკვე 9 მედალი აქვს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-სამსახური

0.148297