კალათბურთი

20:38 | 14.09.2016 | ნანახია 868 - ჯერ

ონილი: “სიმონსი ლებრონის ტიპის კალათბურთელია”

ლეგენდარულმა კალათბრთელმა შაკილ ონილმა დრაფტის პირველი პიკი 20 წლის ავსტრალიელი “ფილადელფიის” ახალწვეული ბენ სიმონსის შესახებ ისაუბრა, რომელიც ლებრონ ჯეიმსს შეადარა.

“ბენ სიმონსი ლებრონ ჯეიმსის ტიპის კალათბურთელია. ლებრონ ჯეიმსი უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, სიმონსიც ზუსტად ასეთია. სიმონსი ახალგაზრდაა და მას ყველაფერი წინ აქვს, ბენი ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია”- განაცხადა შაკილ ონილმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:00 | 14.09.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

სულმოუთქმელაд ველოдები სეზონის дაწყებას. ძალიან მაინტერესებს ამ ყმაწვილის ნახვა საქმეში, ასევე კიдევ რამдენიმე ახალბეдაც მოვინიშნე.
იუთუბზე კი გაдავავლე თვალი, მაგრამ ეს საიმიჯო ვიдეოები არაფერს ნიშნავს. თან საд სტუдენტური ლიგის მამლაყინწებთან ძიძგილაობა дა საд ნბა-ს ხორცსაკეპში მოხვეдრა...

0.141935