ლისაბონის "სპორტინგის" მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა მადრიდის "რეალთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში გუნდს ბურთის კონტროლზე ამუშავებდა, რაც "ბლანკოსთან" მატჩში მნიშვნელოვანი იქნება. ასევე პორტუგალიელმა აღნიშნა, რონალდუს გასაჩერებლად განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვსო.
"შევეცდებით მადრიდელებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ. მთელი კვირის განმავლობაში ბურთის კონტროლზე ვმუშაობდით, რაც საჭიროა "რეალთან" სათამაშოდ. მათ მოპატიჟება არ სჭირდებათ. კრიშტიანუს ყურადღებას მივაქცევთ, თუმცა მის გასაჩერებლად რაიმე განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვს. "რეალი" ბოლო წლების განმავლობაში ძლიერი გუნდია. მათ დიდებული ფეხბურთელები და მწვრთნელი ყავთ, ზიდანის მოსვლის შემდეგ კი "ბლანკოსი" უფრო ძლიერი გახდა." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.