გუშინ დიდი ზეიმი და ტაშფანდურა ჰქონდა ცნობილ გავაგანიერ იტალიელ მოდელს, მარიკა ფრუშოს. ვისაც ამ ქალის შესახებ ერთხელ მაინც სმენია, ისიც აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ მარიკა სამხრეთიტალიური “ნაპოლის” დიდი ქომაგია და უკრიანელებთან ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მისთვის ბუნებრივია დიდი ზეიმის მიზეზი იყო.
მარიკა გარდა “ნაპოლის” ქომაგობისა, თავისი უზარმაზარი სხეულის ფორმებითაცაა ცნობილი. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლებელია ამ თიმთიმა დედაკაცისგან მთლად ტანწერწერა ასული თუ ვერა, გვარიანად შეფერთხილი ქალი მაინც მივიღოთ.
ვეფხვსა და მოყმეს არ უჭიდავია ერთმანეთთან ისე ძალუმადა და მონდომებით, როგორც მარიკა თავის წონას ეჭიდავება და ამ მეთოდით ცდილობს თავისი იმიჯის შეცვლას. მარიკა ფრუშოს გადასაწყვეტია როგორ დიეტას აირჩევს, მაგრამ მისი მრავალრიცხოვანი მოტრფიალენი პირველ ყოვლისა იმაზე სწუხან – დიეტას ფრუშოს დიდებული მკერდის ზომა არ შეეწიროს. ხელები შორს მკერდისაგან!







