მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი რუსეთის ვიცე-ჩემპიონ "როსტოვთან" (5:0) მოგებული მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა. საქმე ისაა, რომ იტალიელი მწვრთნელი აღნიშნული თამაშის შემდეგ პირველი მწვრთნელი გახდა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 7 სხვადასხვა გუნდთან ერთად, მინიმუმ ერთი თამაშის მოგება მაინც მოახერხა. ანჩელოტის “ბაიერნამდე” ლიგაზე მატჩის მოგება, “პარმასთან”, “იუვენტუსთან”, “მილანთან”, “ჩელსისთან”, “პარი სენ ჟერმენთან” და “რეალთან” ერთადაც მოახერხა...
ანჩელოტიმ "პარმას" ლიგაზე 1997-1998 წლების სეზონში, "იუვენტუსს" 2000-2001 წლების სეზონში, "მილანს" 2002-2009 წლებში, "ჩელსის" 2009-2011, პსჟ-ს 2012-2013, ხოლო "რეალს" 2013-2015 წლებში უხელმძღვანელა. შეგახსენებთ, გამოცდილ სპეციალისტს მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, 2003, 2007 და 2014 წლებში აქვს მოგებული. გარდა ამისა, "მილანის" რიგებში ფეხბურთელობისასაც მოუპოვებია იგივე ჯილდო...