"კრასნოდარის" სამწვრთნელო შტაბში, რომლის ღირსებასაც ქართველი თორნიკე ოქრიაშვილი იცავს, ცვლილებაა: ოლეგ კონონოვმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, არადა 3 წლის განმავლობაში თავკაცობდა ამ გუნდს და საკმაოდ შედეგიანადაც. კონონოვის შემცვლელად რუსეთის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი იგორ შალიმოვი დაინიშნა. რომელიც განსაკუთრებული სამწვრთნელო მიღწევებით ვერ დაიკვენხნის – ბოლოს იგი “კრასნოდარში”, კონონოვის ასისტენტად მუშაობდა.
შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილი რუსულ "კრასნოდარში" გადავიდა, ეს რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და ამის შესახებ ჩვენ მკითხველს უკვე ვაცნობეთ. ისიც მოგეხსენებათ, თორნიკემ 4-წლიანი ხელშეკრულება რომ გააფორმა. ოქრიაშვილი 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს "კრასნოდარში". სხვათა შორის, აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა გუნდმა ოფიციალურად მხოლოდ დღეს დაადასტურა, არადა ყველაფერი ცნობილი უკვე წინა პარასკევს გახდა...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ ბედიც არ აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს. სადაც კი რომელიმე მოეწონებ მწვრთნელს ეგრევე აგდებენ იმ სცოდავს
როგორი მწვრთნელი იქნება არ ვიცი, მაგრამ როგორც ფეხბურთელი მაგრაд მევასებოдა. ტექნიკური дა ჩკვიანი მოთამაშე იყო. სპარტაკში ერთ-ერთ ლიдერაд ითვლებოдა дა მერე იტალიაშიც უპრობლემოд გაქაჩა.
წესით ოქრიაშვილის სტილი თვალში უნдა მოუვიдეს. მთავარია შრომა არ дაიზაროს თორნიკემ.
ესეთ რაღაცეებს ვერ ვხვდები,გუნდი რუსეთის ჩემპიონატის ლიდერებში გარია,ევროპა ლიგაზე გაიყვანა + წელსაც კაი სტარტი აიღო და გაუშვეს...იგივე დაემართა მარსელინიოსაც რომელიც ვილიარეალიდან გაუშვეს ცოტა ხნის წინ
წარმატებები თოკო
ეხლა უყურე როგორ შეხედავს ახალი მწვრთნელი
შალიმპვი სპარტაკის ლიდერი იყო იმედია ტექნიკურ ოქრიაშვილს ათამაშებს