ფეხბურთი

23:37 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონატის ტენდენციები განიხილეს

12 სექტემბერს, პარიზში ევროპული ნაკრებების მწვრთნელთა კონფერენცია გაიმართა, რომელსაც უეფას წევრი 55 ასოციაციის მწვრთნელები და ტექნიკური დირექტორები ესწრებოდნენ.

ევროპული ნაკრებების მწვრთნელებმა გასულ ზაფხულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი განიხილეს და გამოვლენილ ტაქტიკურ და ტექნიკურ ტენდენციებზე იმსჯელეს.

პარიზში გამართულ ევროპული ნაკრებების მწვრთნელთა კონფერენციაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ მიიღეს მონაწილეობა.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096272