ფეხბურთი

18:47 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანილიანცი: “ბაიერნი” ყოველთვის ფანტასტიურად თამაშობს”

რუსეთის ვიცე-ჩემპიონ “როსტოვის” მთავარი მწვრთნელი ივან დანილიანცი მიიჩნევს, რომ მის გუნდს დღეს “ბაიერნთან” უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის. როგორც რუსული გუნდის თავკაცმა განაცხადა, გერმანელები ფანტასტიურ ფეხბურთს თამაშობენ.

“ბაიერნი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია – გერმანელები ყოველთვის ფანტასტიურ ფეხბურთს თამაშობენ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენი ფეხბურთელებისთვის უჩვეულოა ამდენი გულშემატკივრის წინაშე თამაში და თუ ჩვენი მხარდამჭერები ბოლომდე გვიქომაგებენ, ეს ძალიან დაგვეხმარება. გვინდა, რომ ვაჩვენოთ კარგი შედეგი და დავამტკიცოთ, რომ ზეწოლის გაძლება შეგვიძლია”, - თქვა დანილიანცმა.

აღსანიშნავია, რომ “როსტოვი” ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს და შესაბამისად “ალიანს არენაზე” ამ გუნდს დებიუტი ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126996