ფეხბურთი

18:03 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: “დინამოს” მენტალიტეტი შეტევაა”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ კიევის “დინამო” ძალიან ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით ფიზიკურად. მიუხედავად ამისა, იტალიელი მეტოქეს არ უფრთხის, რადგან როგორც აღნიშნა, იგი უკვე შესწავლილი ჰყავს.

“არ ვნერვიულობ – ჩემს მეტოქეს კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორც უნდა დავუპირისპირდეთ. “დინამოს” მენტალიტეტი შემტევი ფეხბურთია და ძალიან კარგი, კოლექტიური გუნდია. დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდან გასასვლელად უკრაინელებიც იბრძოლებენ. განსაკუთრებით ძლიერი კი, “დინამო” ფიზიკურადაა და ამიტომ რთულ შეხვედრას ველოდები. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვმონაწილეობ, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ”, - აღნიშნა სარიმ.

კიევის “დინამოსა” და “ნაპოლის” მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.113978