27 წლის ქართველი ფორვარდი მათე ვაწაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა. როგორც იცით, ვაწაძე ბოლო 4 წლის განმავლობაში დანიის "ორჰუსში" გახლდათ და აგვისტოს ბოლოს ორმხრივი შეთანმხებით გაწყვიტა კონტრაქტი. ამრიგად, მათე თავისუფალი აგენტი იყო.
ვაწაძემ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა "ლოკომოტივთან", რომელსაც მიმდინარე სეზონი ცუდად არ დაუწყია და ოთხ მატჩში 7 ქულა აქვს.
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, მათე საკმაო ძალაა. ქართულ გუნდებში ის ყოველთვის შედეგიანი იყო: თბილისის "დინამოშიც" და გორის "დილაშიც". 13 მატჩი, 4 გოლი - ასეთია ვაწაძის შედეგიანობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.