ჰოლანდიის ჩემპიონი პსვ ეინდჰოვენი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩით დაიწყებს. მატჩისწინ “ფილიპსელთა” თავკაცმა ფილიპ კოკუმ თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი ზედიზედ მეორედ პლეი-ოფში თამაშია.
“ატლეტიკო” ძლიერი გუნდია, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი გუნდი დღეს ბევრ შანსს ვერ მიიღებს, ამიტომ მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამასთან, დაცვაშიც ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან მათი შეტევები თავიდან ავიცილოთ. თუ დღეს ვნებით ვითამაშებთ და მოედანზე ყველაფერს დავდებთ, შედეგი აუცლილებლად მოვა. ჩვენ რეალისტები ვართ, მაგრამ ჩვენივე მიზანია ზედიზედ მეორედ გავიდეთ ჯგუფიდან”, - აღნიშნა კოკუმ.
შეგახსენებთ, ეს გუნდები ერთმანეთს გასულ სეზონშიც შეხვდნენ. მაშინ მერვედფინალური დაპირისპირება “ატლეტიკომ” პენალტების სერიაში მოიგო (ორივე მატჩი 0:0) დასრულდა. დღევანდელი თამაში კი, 22:45 საათზე აიღებს სტარტს.