ფეხბურთი

13:50 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრენდან როჯერსი: “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო შეტევა ჰყავს”

შოტლანდიის ჩემპიონ “სელტიკის” თავკაც ბრენდან როჯერსის თქმით, მისი გუნდი ბარსელონაში ტურისტის რანგში არ ჩასულა. როგორც ბრენდანმა მატჩის წინ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” გასაოცარი შეტევა ჰყავს, მის გუნდს არაფრის ეშინია.

“ჩვენ უნდა გავაჩეროთ შეტევა, რომელიც ალბათ ყველა დროის საუკეთესოა და “ბარსელონა”, რომელიც მსოფლიოში უძლიერესია. როდესაც ლუის სუარესი “ლივერპულში” ჩემი ხელმძღვანელობით თამაშობდა, მისი ყველა მცველს ეშინოდა და ამას თუ დავუმატებთ მესისა და ნეიმარს... მაგრამ, ჩვენ აქ ტურისტების რანგში არ ჩამოვსულვართ, შედეგის საჩვენებლად ჩამოვედით”, - აღნიშნა როჯერსმა.

“ბარსელონასა” და “სელტიკის” აღნიშნული მატჩი დღეს 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

0.118759